TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონდიტერი

კონდიტერი

meama Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

" მეამა ქოლექთი " თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. ვეძებთ კონდიტერს, რომელსაც აინტერესებს დესერტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა და განვითარება, უყვარს ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა და კრეატიული პროცესები. "მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროდუქტებს. თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები — ეს პოზიცია შენთვისაა! ლოკაცია (თბილისი): გივი ამილახვარის ქუჩა N2 ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** ფასდაკლება მეამა ქოლექთის ასორტიმენტზე და მეამას პროდუქციაზე ** პროფესიული ზრდა და მუდმივი სწავლა ** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაცია და უნარები: ** კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+) ** სასურველია კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** დესერტების მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა ** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა ** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ (კონდიტერი). რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!