კონსულტანტი
Job description
კომპანია " ზღაპარი " 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე წერეთლის და დიდუბის ფილიალში. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: 08:00 -17:00 სთ კვირაში ხუთი დღე ანაზღაურება: 900 ₾ ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ. ** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში. ** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. ** წესრიგისა და სისუფთავის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე) ** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40 გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.