კონსულტანტი
Job description
"ATELIER OUTLET" / "ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს. ლოკაცია: ბათუმი მოლი, გორგილაძის N88 სამუშაო გრაფიკი: ** სრული განაკვეთი: 10:00-20:30 / 14:00-22:00 (კვირაში 40 საათი); ** 12-საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე); ** ნახევარი განაკვეთი: 10:00-14:00 / 18:00-22:00 (კვირაში 20 საათი); ანაზღაურება: ** სრული განაკვეთი — 1100 ლარი + ბონუსი; ** ნახევარი განაკვეთი — 550 ლარი + ბონუსი; ბენეფიტები: ** პროფესიული განვითარება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; ** დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად; ** FITPASS; აუცილებელი მოთხოვნები: ** პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მისი საჭიროებების დადგენა; ** პროდუქციის წესრიგის, რაოდენობის, ზომებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი; ** გასახდელის მონიტორინგი; თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი. გისურვებთ წარმატებებს!