კონსულტანტი
Job description
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია; კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის; მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება; დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება. ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში) პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; პუნქტუალურობა; დისციპლინირებულობა; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება : 1100 ლარი+ბონუსი; სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო). FitPass; კვება; უფასო ტრანსპორტირება; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/abMzdHFe