TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

Betlive.com თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 25, 2026

Job description

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს სერვის-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა! რას გააკეთებ? უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი! დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში; იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი; რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს? განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება; გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ; სამუშაო პირობები: კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე); დღისა და ღამის ცვლები; ანაზღაურება: 1200 ლარი + 30%-მდე ბონუსი! მდებარეობა: თბილისი დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები: პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი; უფასო კვება; პარკინგი; კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა; კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://betlivecom.hirehive.com/kontakt-centris-operatori-tbilisi-ycw5d5 თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!