კონტაქტ ცენტრის უმცროსი ოპერატორი
Job description
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონტაქტ ცენტრის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში. ჩვენს გუნდში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, მე, მაგდა ჯიბლაძე, როგორც ამ განყოფილების ხელმძღვანელი, გასწავლით ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს და ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს წარმატებული. თქვენი მომავალი გუნდის წევრები კი გაგიმარტივებენ ადაპტაციის პროცესს, რაც განაპირობებს თქვენ წარმატებულ მუშაობას. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას; თანამშრომლის ფასდაკლებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთათვის სწრაფი, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა; პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებასთან დაფიქსირება; საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; გამართული კომუნიკაციის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; როგორც გუნდთან, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. გისურვებთ წარმატებას! დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით .