კონტენტ კრეატორი - TikTok / Instagram Reels
Job description
კონტენტ კრეატორი (TikTok / Instagram Reels) ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული ჩვენ ვართ ციფრული კრეატიული სააგენტო CC, რომელიც სხვადასხვა ბრენდისა და კომპანიისთვის ქმნის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო კამპანიებს. ვეძებთ Content Creator-ს, რომელიც ჩაერთვება მრავალფეროვან პროექტებში და შექმნის თანამედროვე, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეოკონტენტს. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** TikTok-ისა და Instagram Reels-ის კონტენტის იდეების გენერირება; ** ტრენდებზე დაკვირვება და მათი ბრენდებისთვის ადაპტირება; ** ვიდეოების დაგეგმვა, გადაღება და საჭიროების შემთხვევაში მონტაჟი; ** სხვადასხვა ბრენდისთვის კრეატიული კონტენტ-კონცეფციების შემუშავება; ** გუნდთან (მარკეტინგი, დიზაინი, პროექტების მენეჯერები) მჭიდრო თანამშრომლობა. მოთხოვნები: ** TikTok-ისა და Instagram Reels-ის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება; ** ძლიერი კრეატიული ხედვა და თანამედროვე ციფრული კონტენტის კარგი შეგრძნება; ** კამერის წინ და კულისებში მუშაობის გამოცდილება; ** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ან კარგი ცოდნა (CapCut, FinalCut, Premiere Pro ან სხვა); ** დამოუკიდებლად იდეების გენერირებისა და განხორციელების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. აუცილებლად გამოგვიგზავნე: პორტფოლიო ან შენ მიერ შექმნილი ვიდეოების/სოციალური გვერდების ბმულები; რამდენიმე სიტყვით მოგვწერე, რატომ გაინტერესებს ეს პოზიცია. თუ მუდმივად ადევნებ თვალს TikTok-ისა და Instagram-ის ტრენდებს, გაქვს გამორჩეული კრეატიული ხედვა და გსიამოვნებს ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც ყურადღებას იპყრობს, მაშინ სწორედ შენ გეძებთ. ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად. https://www.instagram.com/cc_creative_agency/ [email protected] +995 557 229 229 თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. 20, ბიოტა პარკი