კონტენტ მენეჯერი
Job description
მარკეტინგული სააგენტო Creativecloud აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე. Creative Cloud არის გუნდი, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება და თამამი, კრეატიული ხედვა ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახალი სახელით წარვდექით, ჩვენი გუნდი ათეულობით წარმატებულ კამპანიასა და დიდ ბრენდებთან მუშაობის სტაჟს ითვლის. ჩვენ არ ვართ დამწყებები; ჩვენ შევკრიბეთ სფეროს პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ აქციონ იდეა რეალურ ბიზნეს შედეგად. ვეძებთ ადამიანს რომელსაც აქვს: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კრეატიულად აზროვნების უნარი; ** გამართული წერის უნარი, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე. პასუხისმგებლობები: ** ბრენდისთვის კრეატიული იდეების შემუშავება; ** საინტერესო და კრეატიული ტექსტების შექმნა სხვადასხვა პლატფორმებისთვის; ** სათაურების, სკრიპტების და მოკლე ტექსტების სწრაფი მოფიქრება და მიწოდება; ** ვიდეო სცენარის გაწერა; ** SEO ქოფირაითნგი; ** ბრენდის TOV შემუშავება და კონტენტ სტრატეგიის შექმნა; ** ხელოვნური ინტელექტის დამხმარე ინსტრუმენტად გამოყენება; ** სხვა დავალებები და ფუნქციები პასუხისმგებლობის შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV და პორტფოლიო ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] თქვენი თავგადასავალი გელოდებათ - დავიწყოთ!