TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონტენტის სპეციალისტი - MyMarket.ge

კონტენტის სპეციალისტი - MyMarket.ge

tnet Georgia Hybrid ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

შემოუერთდი "TNET" -ის ციფრულ ეკოსისტემას MyMarket.ge-ის Content Specialist -ის პოზიციაზე! www.tnet.ge სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00. შენი როლი "თინეთში": ** საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება; ** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება. ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ: ** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ფლობ საოფისე პროგრამებს. "თინეთში" დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: [email protected] პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected]; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.