კონტროლის მენეჯერი
Job description
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შემოსული ავტომობილების კონტროლზე, დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესების კოორდინაციასა და მონიტორინგზე, სისტემური აღრიცხვის სიზუსტისა და საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული ავტომობილების მიღებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; ** ავტომობილების დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესის მონიტორინგი; ** ავტომობილების მდგომარეობის ვიზუალური კონტროლი და საჭირო ინფორმაციის დაფიქსირება; ** ავტომობილების სისტემური აღრიცხვა და მონაცემების დროული განახლება; ** საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება; ** საწყობისა და ლოგისტიკის გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია; ** პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** მაღალი ორგანიზაციული უნარები; ** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი. პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დაკვირვებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) ** სამუშაო გარემო: პროფესიული, დინამიკური და განვითარების შესაძლებლობებით თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]