TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

WST Georgia Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

" WST " — ტურისტული კომპანია, რომელიც უკვე 13 წელია ქმნის დაუვიწყარ მოგზაურობებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც შიდა ტურებს, ისე საერთაშორისო მოგზაურობებს სხვადასხვა მიმართულებით. "WST"-ის ოფისები თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მომხმარებელზე ორიენტირებულ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. "WST" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაეხმარება კომპანიას პარტნიორული ქსელის გაფართოებაში, ტურისტული პროდუქტების ეფექტურ წარდგენასა და გაყიდვების ზრდაში. ადგილმდებარეობა: თბილისი გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური გაყიდვა; ** ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება; ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება, წარდგენა და შემდგომი კომუნიკაციის მართვა; ** გაყიდვების გეგმის შესრულება და დადგენილი KPI-ების მიღწევა; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა; ** ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი; ** გაყიდვების შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება აქტიური გაყიდვების, B2B გაყიდვების ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების უნარი; ** გაყიდვების ტექნიკების პრაქტიკული ცოდნა; ** შედეგზე ორიენტირებული, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი მიდგომა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი ტურისტული კომპანიის გუნდის წევრი; ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას, რომელიც დამოკიდებულია გაყიდვების შედეგებზე; ** მეგობრულ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას. თუ გსურთ თქვენი გამოცდილება გამოიყენოთ გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.