TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პ ოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.); სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება; არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell); ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება; არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით; მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად; პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. რას ვითხოვთ: უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში; მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას კორპორატიული (B2B) გაყიდვებში, უპირატესად – დაზღვევის, საბანკო ან მომსახურების სექტორში; სასურველ სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ან ქონების, ავტო დაზღვევების მიმართულებით; გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა); მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს; ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას. B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას; დეტალებზე ორიენტაციას; დროის ეფექტურ მართვას; ემოციურ ინტელექტს; გუნდური მუშაობის უნარს. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FakUl გისურვებთ წარმატებას!