კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს " ბიესი " - ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე: ადგილმდებარეობა: ბათუმი , ბაგრატიონის №63 სამუშაო გრაფიკი-სრული ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება; ** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება; ** არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება; ** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება; ** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; ** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა ; ** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა; ** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური კლიენტების ანალიზი; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით; ** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე; ** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული მახასიათებლები: ** გუნდში მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფი ადაპტაციის უნარი; ** პუნქტუალური. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".