TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გლობალ თრეველი Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

ტურისტული კომპანია " გლობალ თრეველი " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: ** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით; ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა; აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook). ** სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფებისა და ციფრული ბიზნეს-ინსტრუმენტების ცოდნა ან/და მათი სწრაფად შესწავლის / ათვისების უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში; ** დამატებით უცხო ენის ცოდნა. მოვალეობები: ** კორპორატიული მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია; ** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება; ** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია; ** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია; ** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება; ** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება; ** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება; ** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება; ** რეპორტინგი. პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი; ** კომუნიკაბელური, მოტივირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება; ** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციისა და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი; ** დეტალებზე კონცენტრირების უნარი. სამუშაო პირობები: ** მაღალი ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა; ** ჯანმრთლობის დაზღვევა; ** მივლინება სამუშაო ვიზიტით უცხოეთში; ** სამუშაო ადგილი: თბილისი. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამაოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განცხადებები მიიღება 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით. შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.