კორპორატიული პროექტებისა და ტენდერების მენეჯერი
Job description
ზუმერის კორპორატიული გაყიდვების გუნდში ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც შემოგვიერთდება კორპორატიული პროექტებისა და ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #1 სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და ასორტიმენტის განვითარება:ბაზარზე არსებული მოთხოვნების, ტენდენციებისა და დეფიციტური მიმართულებების მუდმივი მონიტორინგი და იდენტიფიცირება. სატენდერო და კორპორატიულ სექტორში გაჩენილი ახალი მოთხოვნების საფუძველზე, კომპანიის პორტფელისთვის საჭირო ახალი პროდუქტების/კატეგორიების იდენტიფიცირება და მათი დამატების ინიცირება. ახალი პროდუქტების ინტეგრირებისა და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან (შესყიდვები, პროდუქტის მენეჯერები, მარკეტინგი) მჭიდრო თანამშრომლობით. შიდა პროდუქტებისა და კატეგორიების ანალიზი და დამუშავება:კომპანიის არსებული პროდუქციის პორტფელისა და კატეგორიების სიღრმისეული შესწავლა, მათი სპეციფიკაციებისა და უპირატესობების გააზრება. შიდა ასორტიმენტიდან იმ აქტიური კატეგორიების/პროდუქტების გამოყოფა და იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი პოტენციალი კორპორატიულ (B2B) სექტორსა და ტენდერებში გამოსაყენებლად. გამოყოფილი პროდუქტების ბაზაზე მზა საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი პაკეტირება პროექტის სახით. ბაზრის კვლევა და პოტენციური პარტნიორების მოძიება:აქტიური პროდუქტების კატეგორიის მიხედვით რელევანტური სექტორებისა და პოტენციური კლიენტი კომპანიების მოძიება, ბაზრის სეგმენტაცია და ბაზების შექმნა. ახალი პროექტების ინიცირების მიზნით, პოტენციურ დამკვეთებთან პირველადი კონტაქტის დამყარება, პრეზენტაციების მოწყობა და შეხვედრების ორგანიზება. პროპოზალებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადება:კონკრეტული სამიზნე კომპანიებისთვის ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის კომერციული შეთავაზებების მომზადება, სადაც ხაზგასმული იქნება პროდუქტების სარგებელი, ხარისხი და ფინანსური ეფექტიანობა. მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის მოდელების შემუშავება და წარდგენა დამკვეთების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ტენდერების/ბაზრის კვლევების მონიტორინგი და ანალიზი:სახელმწიფო(სატენდერო პორტალი) და კერძო სექტორის შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური პროექტების იდენტიფიცირება. ტექნიკური დავალებების დამუშავება:სატენდერო/საპროექტო/ბაზრის კვლევების დოკუმენტაციის, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დავალებების დეტალური შესწავლა, დამუშავება და ანალიზი. თანამშრომლობა შემსყიდველ კომპანიებთან:ტენდერის გამოცხადების ან/და პროექტის დამუშავების ეტაპზე შემსყიდველ ორგანიზაციებთან/კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია, ტექნიკური დავალებების დაზუსტება და მათთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვები:პროექტისთვის საჭირო პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასებისა და პირობების მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომწოდებლებისგან. სატენდერო პაკეტის მომზადება:სატენდერო წინადადებების, კალკულაციების, ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის სრული მომზადება/წარდგენა დადგენილ ვადებში. პროექტის მონიტორინგი:გამარჯვებული ან მოპოვებული კორპორატიული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი – ხელშეკრულების გაფორმებიდან, პროდუქციის მოწოდებამდე და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული კომპეტენციები/უნარები: იგივე ან მონათესავე პოზიციაზე მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება. სტრატეგიული, ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება. ეფექტიანი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისა თუ მოლაპარაკებების წარმოების უნარი (როგორც შიდა, ისე გარე გუნდებთან). ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის მართვისა და მრავალპროფილურ დავალებებზე ერთდროულად მუშაობის უნარი. პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების პოვნის უნარი. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ზუმერი გთავაზობთ: ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები; კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/9KoqaeqkzB შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!