კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
Job description
კომპანია " მიფასი " 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.mifasi.ge Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI ჩვენი გუნდი ეძებს კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტს . ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი 1400 ლ; ** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან; ** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16. მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა; ** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება; ** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა; ** სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო კორპორაციულ ნომერს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!