ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტი
Job description
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება; ** სამუშაო გამოცდილება: პროექტირების განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამები (Ms Word, Ms Excel); დამატებითი მოთხოვნები: პროგრამა AUTOCAD-ის გამოყენება; ძირითადი მოვალეობები: ** საპროექტო სამუშაოების წარმოება; ** საპროექტო სამუშაოების კალკულაციის შედგენა; ** სამსახურში შემოსული პროექტების შესაბამის უწყებებთან შეთანხმება სამუშაოების ნებართვის მისაღებად. უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; ** მეგობრულ გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა. მიცკევიჩის ქ18ა ანაზღაურება: კონკურენტული დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] ან [email protected] (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება). რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 აგვისტო; კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა. ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.