TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი

ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი

ga-group Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს მერჩენდაიზერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობა: ** სავაჭრო ობიექტზე ვიზიტი, პროდუქციის ვადების და FIFO-ს სტანდარტის დაცვის კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის სწორად განლაგება, თაროების შევსება და მარაგების კონტროლი; ** ფასების და აქციების სწორი განთავსების შემოწმება; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა პროდუქციის ეფექტური ვიზუალური წარმოდგენით; ** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის აღმოჩენა და რეაგირება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად; ** ყოველდღიური რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია მერჩენდაიზერის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია). უნარები: ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00-სთ-მდე; ფიქსირებული ანაზღაურება: თვეში 1000 ლარი (გაიცემა თვეში ორჯერ); ავტომობილის ცვეთის ხარჯი: 100 ლარი ; საწვავი: 100 კ/მ-ზე 8-9 ლ საწვავი; ბონუსი: 300 ლარი , კვარტალური ბონუსი 300-დან 600 ლარამდე . სასურველია, კანდიდატი ფლობდეს საკუთარ ავტომობილს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. "G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.