ქცევის კონსულტანტი
Job description
ა (ა)იპ "თვითობა2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" ქცევის კონსულტანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში ა (ა)იპ "თვითობა 2025" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების მხარდასაჭერად. მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის. ქცევის კონსულტანტის ძირითადი უფლება-მოვალეობები: ** ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინალური გუნდის და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირება რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში; ** ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში მულტიდისციპლინარული გუნდის სპეციალისტების კონსულტირება; ** ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთება ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე; ** სპეციალისტების მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე, პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირება კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში; ** ბავშვის/მოზარდის შეფასება და საჭიროებისამებრ გადაფასება; კანდიდატის კვალიფიკაცია: ** რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით; ** ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება; ** ქოუჩინგის მეთოდით ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიული ზედამხედველობა და სწავლების გამოცდილება; ** BCBA, IBAO ან IBAO-ს სასერტიფიკატო კურსში მონაწილე; ** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში (მაგისტრი). ანაზღაურება: საათობრივი, ერთი საათი 40 ლარი (ხელზე ასაღები) ჯანმრთელობის დაზღვევა პიროვნული უნარები: ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი; ** კარგი კომუნიკაციური უნარები; ** დიპლომატიური მოლაპარაკების უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი. ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გზით. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1) CV 2) გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია; 3) BCBA/IBAO-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილის დამადასტურებელი სერტიფიკატი 4) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი; 5) დიპლომის დასკანერებული ვერსია განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 აგვისტო . გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599113358, 597202212, 599113359