კურიერი
Job description
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ქ. თბილისში. მოვალეობები: ბანკში არსებული გასაგზავნი საბუთების შეგროვება, დახარისხება და მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა; პლასტიკური ბარათების განყოფილების მიერ მიწოდებული ბარათების დარიგება შერვისცენტრებში; იუნიქ განყოფილების მიერ მიწოდებული საჩუქრების დარიგება მითითებულ მისამართებზე. მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; თბილისის ქუჩებს/უბნებს შორის კარგი ორიენტაცია პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით , გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: [email protected] , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე [email protected] სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.