TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Jul 25, 2026

Job description

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 375 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კურსდამთავრებულებთან ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტში თანამედროვე, ძლიერი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კურსდამთავრებულებთან ურთიერთობებისა და მათი განვითარების სამსახურის ჩამოყალიბება. დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კურსდამთავრებულებთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ქსელის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, კურსდამთავრებულების უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩართვაზე, მენტორობის, networking-ის, ფანდრაიზინგის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე. სამუშაო მოვალეობები: ** კავკასიის უნივერსიტეტის ადგილობრივ და საერთაშორისო კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და ძირითადი შედეგების მაჩვენებლების (ინდიკატორების) შემუშავება; ** კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზის შექმნის, მუდმივი განახლებისა და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ** კურსდამთავრებულთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და აქტივობების ინიცირება, შემუშავება და განხორციელება; ** კურსდამთავრებულთა ჩართულობით სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ღონისძიებების, კვირეულების, მენტორების ინიციატივების განვითარება და უნივერსიტეტის სტრატეგიულ პროექტებსა და აქტივობებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა; ** ეფექტიანი საკომუნიკაციო არხისა და ურთიერთობის მართვის სისტემის განვითარება, მათ შორის რეგულარული საინფორმაციო ბიულეტინების მომზადება და გავრცელება, პროფესიული ქსელების მართვა, კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიების წარმოჩენა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილი სექციის განვითარება; ** კურსდამთავრებულთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის სისტემის განვითარება, მათ შორის უნივერსიტეტის მიმართ გრძელვადიანი ლიოალობის, დონორობისა და ფანდრაიზინგის კულტურის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ხელშეწყობა; ** თანამშრომლობა უნივერსიტეტის ყველა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან; ** კურსდამთავრებულთა ჩართულობის შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და რეკომენდაციების მომზადება; ** სამსახურის საქმიანობისა და ინტერესების წარმომადგენლობა უნივერსიტეტის შიდა და გარე შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად; ** კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად; ** მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; ** მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გამოცდილება; ** გამოცდილება ერთ ან რამდენიმე შემდეგ სფეროში: უმაღლესი განათლების მენეჯმენტი, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფანდრაიზინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, კარიერული სერვისები, კორპორატიული ურთიერთობები ან პროექტების მართვა; ** ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგი ცოდნა; ** სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის ძლიერი უნარები; ** კარგი საკომუნიკაციო, პრეზენტაციისა და networking უნარები; ** დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისა და პარტნიორული კავშირების განვითარების გამოცდილება; ** მონაცემთა ბაზებთან, CRM სისტემებთან ან ციფრული კომუნიკაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის წარმართვა; ** ღონისძიებების, კამპანიებისა და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება. ** პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები ** სტრატეგიული ხედვა; ** ინიციატივიანობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სისტემური აზროვნება; ** კომუნიკაბელურობა; ** შედეგებზე ორიენტირებულობა; ** წარმომადგენლობითი უნარები; ** დეტალებზე ყურადღება და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან ** შეთანხმებით); ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი). საქმიანობის ადგილი: თბილისი, პაატა სააკაძის №1 საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით. კონკურსი ჩატარების ეტაპები: I ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა; II ეტაპი - ინგლისური ენის ტესტი; III ეტაპი - გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს: [email protected] Tel.: 2 377777. წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ: ** კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს ** თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს ** განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის: ** შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ** კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ** ძირით