TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის/ჩართულობის მენეჯერი

კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის/ჩართულობის მენეჯერი

Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Jul 25, 2026

Job description

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 375 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კურსდამთავრებულებთან ურთიერთობებისა და ჩართულობის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კურსდამთავრებულებთან ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მხარდაჭერა, კურსდამთავრებულებთან უწყვეტი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზის მართვა, კურსდამთავრებულთა ჩართულობის პროგრამებისა და ღონისძიებების კოორდინაცია, ასევე უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა საზოგადოებას შორის ძლიერი და მდგრადი ურთიერთობების განვითარებაში მონაწილეობა. მენეჯერი იმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობით და ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა აქტიურ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მენტორობის, პროფესიული კავშირების განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვა მხარდამჭერი ინიციატივების საშუალებით. ძირითადი მოვალეობები: ** კურსდამთავრებულთა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის პროფესიული შეხვედრების, კურსდამთავრებულთა გაერთიანებების, ონლაინ შეხვედრების, კარიერული ღონისძიებებისა და თემატური დისკუსიების ორგანიზება; ** კურსდამთავრებულთა ჩართულობის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, განახლება, მოწესრიგება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა; ** კურსდამთავრებულებთან რეგულარული კომუნიკაციის წარმოება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** საინფორმაციო ბიულეტენების, მოსაწვევების, საინფორმაციო წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ** კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიების მოძიება, მომზადება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციის ციფრული არხების, მათ შორის პროფესიული ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების მართვაში მონაწილეობა; ** უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა კურსდამთავრებულთა პროგრამებისა და აქტივობების განხორციელების მიზნით; ** კურსდამთავრებულთა უკუკავშირის პროცესების კოორდინირება, ჩართულობის მაჩვენებლების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელთან კოორდინირებით; ** სამსახურის ხელმძღვანელის მხარდაჭერა კურსდამთავრებულთა განვითარების სტრატეგიული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში; ** კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად; ** მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; გამოცდილება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სფეროში: ** კომუნიკაციები, ღონისძიებების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პროექტების კოორდინაცია, სტუდენტებთან/კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, customer/community relations ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირება; ** ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგი ცოდნა; ** კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის გამოცდილება; ** კარგი ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** MS Office / Google Workspace-ის კარგი ცოდნა; ** სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის არხებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** ინიციატივიანობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, ** გუნდური მუშაობის უნარი; ** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან ** შეთანხმებით); ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი). საქმიანობის ადგილი: თბილისი, პაატა სააკაძის №1 საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით. კონკურსი ჩატარების ეტაპები: I ეტაპი - რეზიუმეების გადარჩევა; II ეტაპი - ინგლისური ენის ტესტი; III ეტაპი - გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს: Tel.: 2 377777. წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ