TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კვების და სასმელების მენეჯერი

კვების და სასმელების მენეჯერი

kerten-hospitality Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

"ჰაუს ჰოტელ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე. სასტუმროს შესახებ: ადგილმდებარეობა: ყვარელი, კახეთი ჰაუს ჰოტელ კახეთი წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული. ძირითადი მოვალეობები ** კვებისა და სასმელების ობიექტების მართვა და ზედამხედველობა, მომსახურების მაღალი სტანდარტებis და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ** რესტორნების, ბარებისა და ღონისძიებების ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა, მომსახურების შეუფერხებელი პროცესისა და ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ** მენიუების, კონცეფციებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა შეფ-მზარეულთან და სასმელების/კვების დეარტამენტთან თანამშრომლობით. ** კვებისა და სასმელების პროდუქტების თვითღირებულების ანგარიშგების წარმოება და მარაგების კონტროლი, ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და მოგების მაქსიმიზაციისთვის. ** საოპერაციო ანგარიშგების, პროგნოზებისა და ეფექტურობის ანალიზის მომზადება. ** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების მუდმივი და მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა. ** კვებისა და სასმელების გუნდის ტრენინგი, გრაფიკების შედგენა და მოტივაცია, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი განვითარების პოზიტიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად. ** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების მართვა, ხარისხის სტანდარტებისა და ხარჯების კონტროლი. ** სასტუმროს/ობიექტის გახსნისწინა აქტივობების მხარდაჭერა, დეპარტამენტის სამუშო პროცედურის შემუშავება და სატესტო რეჟიმში გახსნის მართვა. ** მჭიდრო თანამშრომლობა მიღება-განთავსების, გაყიდვებისა და მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან სტუმრების საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. გამოცდილება და უნარები ** კვებისა და სასმელების (F&B) სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი ეტაპობრივი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე. ** ობიექტის გახსნისწინა (pre-opening) პროცესებში ან ახალი სივრცეების გაშვებაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. ** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები. ** კვებისა და სასმელების ხარჯების კონტროლის (cost control), ბიუჯეტირების, მარაგების მართვისა და ოპერაციული ეფექტურობის ინდიკატორების (KPIs) ღრმა ცოდნა. ** პროცესებში უშუალო ჩართულობა, სტუმარზე ორიენტირებულობა, შედეგებზე მიმართული მიდგომა და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება. ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ საკომპენსაციო პაკეტს. ** კარიერულ ზრდას: წინსვლის შესაძლებლობებს ჩვენს დინამიურ ორგანიზაციაში. ** ინკლუზიურ გარემოს: ცოცხალ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას. ** საერთო მიზანს: მუშაობას ვნებიან ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ ჩვენი ღირებულებებით — ერთად ვუკავშირდებით, ვქმნით ინოვაციებს, ვკურირებთ და ვუძღვებით წინსვლას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.