TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კვლევისა და ანალიტიკის მენეჯერი

კვლევისა და ანალიტიკის მენეჯერი

Bank of Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 13, 2026 23h ago

Job description

საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი (Customer Experience Management Department) ეძებს გუნდის ახალ წევრს კვლევისა და ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე. Ჩვენ Ვეძებთ Მოტივირებულ, Ანალიტიკური Აზროვნების Მქონე Ადამიანს, Რომელიც Შეძლებს Მომხმარებლის Გამოცდილების (CX) Მიმართულებით Მონაცემების Სიღრმისეულ Ანალიზს, Პროცესების Გაუმჯობესებას Და Ახალი Პროექტების Ინიცირებას. Თუ Ფიქრობ, Რომ Ეს Როლი Შენთვის Არის Გაეცანი Ჩვენი Ვაკანსიის Დეტალებს ძირითადი ფუნქციები: მომხმარებლის გამოცდილების მართვის დეპარტამენტის (CX) მონაცემების ანალიზი, ტრენდების და პრობლემური წერტილების იდენტიფიცირება; ინტერაქტიული რეპორტებისა და დაშბორდების აწყობა Power BI-ში, მონაცემთა მოდელირება და კომპლექსური ვიზუალიზაციების შექმნა; მონაცემთა ანალიზი, სეგმენტირება და მოდელირება Excel-ის და SQL-ის გამოყენებით; ანალიზის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში. გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში, მათ შორის, მინიმუმ 1 წელი მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: SQL-ის ცოდნა: Query-ების წერის და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. Power BI-ის ფლობა: მონაცემთა მოდელირება, DAX-ის ცოდნა და ეფექტური ვიზუალიზაციების შექმნის უნარი. Excel-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა: Power Query, Pivot Tables, კომპლექსური ფორმულები და მონაცემთა მოდელირება. ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი. დროის ეფექტურად მართვისა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი ენები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია). თუ ფლობ საჭირო უნარებს და გამოცდილებას ველოდებით შენს გამოხმაურებას 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით.