ლაზეროთერაპევტი
Job description
კალისია - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში. ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი. პოზიცია: ლაზეროთერაპევტი ადგილმდებარეობა - თბილისი, ვარკეთილი შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა! ძირითადი მოვალეობები: ** პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება; ** მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა; ** პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა; ** პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა; ** დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა. სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი, წულუკიძის 6 სამუშაო საათები: 10:00 - 20:00; სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე [email protected] გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!