TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ლიზინგის მენეჯერი

ლიზინგის მენეჯერი

დიზი ლიზინგი თბილისი ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

დიზი ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები და გინდა იმუშაო გარემოში,
სადაც შენი მონდომება და შედეგი დაფასდება — შემოუერთდი დიზი ლიზინგის გუნდს.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც
მომხმარებლებს დაეხმარება მათ საჭიროებებზე მორგებული ავტოლიზინგის შერჩევასა და გაფორმებაში.

დიზი ლიზინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://dizi.ge

სამუშაო ადგილი:

ქ თბილისი , ვარკეთილი/წერეთლის ფილიალები.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
10:00-დან 18:00-მდე, თვეში 2 შაბათი 10:00-დან 16:00-მდე;

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი (500 ლარიდან);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ფილიალში მოსული მომხმარებლის
კონსულტაცია და საჭიროებების განსაზღვრა; განაცხადების შევსება და ლიზინგის პირობებზე დეტალური ინფორმაციის
მიწოდება; მომხმარებელთა მონაცემებისა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება
და გადაგზავნა შესაბამის დეპარტამენტთან. ლიზინგის გაცემის მთლიანი პროცესიის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი
განათლება; მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; გაყიდვების ტექნიკების ცოდნა ჩაითლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

კომუნიკაბელურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა.

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;
სტაბილურ და განვითარებაზე
ორიენტირებულ გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე
[email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.