ლოგისტიკის მენეჯერი
Job description
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი მოვალეობები კომპანიის ლოგისტიკური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია; ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების მართვა; თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გარე გადაადგილებების დაგეგმვა და ორგანიზება; პროცესების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა; საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ლოგისტიკური პროცესებისა და საკითხების კარგი ცოდნა; 1 C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარ-ჩვევები: გუნდის მართვის უნარი; საორგანიზაციო და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.