TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი

ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი მოვალეობები ლოგისტიკური პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა; ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა; გარე გადაადგილებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ლოგისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება; ლოგისტიკის მენეჯერის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 1 C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლიანი; აქტიური; ორგანიზებული; ინიციატივიანი; შედეგზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!