ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერი
Job description
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ბიდიეს ლოჯისტიკი " აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო საათები: 10:00-19:00 განათლება/პროფესიული გამოცდილება: ** სასურველია უმაღლესი განათლება ** სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ისე წერითი. ძირითადი მოვალეობები: ** მანქანების დატვირთვის და ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა ** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა ** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა ** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან ** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: თბილისი. ანაზღაურება: გამოცდილების და მოლაპარაკების შესაბამისად. გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ლოჯისტიკის მენეჯერი.