ლოჯისტიკის სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია შპს ტრანს ალიანს ფოთი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია; CMR-ისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადება, შევსება და გაფორმება; სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება; გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა; მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება; CMR-ისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად); MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; გუნდში მუშაობისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ სამუშაო გარემოს; სრულ განაკვეთზე დასაქმებას. სამუშაო ადგილი: ფოთი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: „ლოჯისტიკის სპეციალისტი“.