ლოჯისტიკური ოპერაციების კონტროლერი / დისპეტჩერი
Job description
ნიუ ლოგისტიკ გრუპ აცხადებს ვაკანსიას: Logistics Operations Controller / Dispatcher კომპანია ეძებს ოპერაციების კონტროლერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე სატვირთო გადაზიდვების პროცესის მონიტორინგსა და კოორდინაციაზე. ეს პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ოპერაციის კონტროლი, სწრაფი რეაგირება ოპერაციულ პრობლემებზე და ეფექტური კომუნიკაცია მძღოლებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან. ძირითადი მოვალეობები: სატვირთო ტრაილერების (Lowbed, Tilt და სხვა) გადაადგილების მონიტორინგი მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და გადაადგილების კონტროლი პორტებში, საბაჟოზე და საზღვარზე მიმდინარე ოპერაციების მონიტორინგი დატვირთვა / დაცლის პროცესების კონტროლი ტვირთის გადაადგილების სტატუსის განახლება და კონტროლი ოპერაციული პრობლემების და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება პროექტის მენეჯერისთვის მიმდინარე ოპერაციების რეპორტინგი აუცილებელი უნარები: სწრაფი და ოპერატიული აზროვნება რამდენიმე პროცესის პარალელურად კონტროლის უნარი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კომუნიკაციის ძლიერი უნარები რუსული ენის ცოდნა MS Office (Word / Excel) დამატებითი უპირატესობა: ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებთან მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანი: პოზიცია მოითხოვს ოპერატიულ ჩართულობას ყოველდღიურ ლოჯისტიკურ პროცესებში. კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და მზად იყოს სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად ოპერაციულ სიტუაციებში. განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] ელ. წერილის სათაურში მიუთითეთ: “Logistics Operations Controller – Application” ასევე გთხოვთ წერილში მოკლედ მიუთითოთ: გაქვთ თუ არა გამოცდილება ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში რომელ ენებს ფლობთ სამუშაო დონეზე შენიშვნა: განაცხადები, რომლებიც არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ ინსტრუქციას, არ განიხილება.