TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის ადმინისტრატორი

მაღაზიის ადმინისტრატორი

SPAR Georgia თბილისი ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 12, 2026

Job description

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით. ,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითრებას საქართველოს მასშტაბით. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა; ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ. ,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ყოველთვიურ ბონუსს; ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში; კვებაზე 50%იან ფასდაკლებას; მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას; ლოიალურობის ბონუსს ( ნამუშევარი პერიოდის მიხედვით); ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება; მომწოდებელთან შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი; სალაროს წარმოების კონტროლი; მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი; სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი; პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება; საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა; ძირითადი მოთხოვნები: სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე); სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: სწრაფად ადაპტაციის უნარი; ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ორგანიზებული; ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული; თავაზიანი; ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://spar.selfrecruit.ge/s/CvnR მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!