მაღაზიის დამხმარე კონსულტანტი
Job description
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://samidzma.ge . ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: ცაბაძის ქ. N8 (ბაზრობის ტერიტორიის მიმდებარედ); კედიას ქ.3 ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით; ** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1200 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (მზარდია); ** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურებადი სტაჟირება. რა დაგევალებათ? ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება; ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება. რას ველით თქვენგან? ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია 15-20 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი. როგორ მოხვდეთ ჩვენთან? შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 ივნისის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ოფისში; ** ანაზღაურებადი სტაჟირება. დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] , ან დარეკეთ 032 204 70 07! გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე კონსულტანტი". ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!