TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის მენეჯერი

მაღაზიის მენეჯერი

ფემილი რითეილი თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 11, 2026

Job description

კომპანია „ ფემილი რითეილი “ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“. ვაკანსია: მაღაზიის მენეჯერი ძირითადი მოვალეობები: მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა; გუნდის ხელმძღვანელობა: სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; თანამშრომლების მოტივაცია და დისციპლინის უზრუნველყოფა; შეკვეთების დაგეგმვა და მარაგების კონტროლი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად; პროდუქციის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა; პროდუქციის ვადების, მიღება-დასაწყობებისა და სტანდარტების კონტროლი; სანიტარული ნორმებისა და შიდა წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საცალო ვაჭრობის, ან კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება; სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1500 ლარიდან -1700 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00),შაბათი (09:00-15:00) თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDxZq6MAe3vClyQWQyMRcp_5qdBCSiscDVL5e282JK_o5jhA/viewform , ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე (+995) 577 29 24 24) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება. გისურვებთ წარმატებებს !