TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის მენეჯერი

მაღაზიის მენეჯერი

სტარი Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

ყველაზე პატარა მარკეტი "სტარი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ათონელის ქ. №29 (დედაენის ბაღთან) სამუშაო გრაფიკი: ** 40-საათიანი სამუშაო კვირა; ** დასვენების დღეები - შეთანხმებით. ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი ; ** დამატებით - ნავაჭრის პროცენტი (საშუალოდ 1500 ლარამდე). ძირითადი მოვალეობები: ** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** გუნდის მუშაობის ორგანიზება და ეფექტური დელეგირება; ** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი; ** ყოველდღიური ნავაჭრის (ნაღდი და უნაღდო) კონტროლი; ** ზედნადებების აღრიცხვა; ** პროდუქციის ნაშთებისა და რაოდენობების სიზუსტის კონტროლი; ** ფასმაჩვენებლებისა და პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქციისა და ინვენტარის ნაკლებობის დროული აღრიცხვა; ** მაღაზიის სისუფთავისა და სამუშაო გარემოს კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** 1C-ის ან სხვა სასაქონლო/სასაწყობე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი კულტურა; ** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. განაცხადის გამოგზავნა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]