მანდატური
Job description
სკოლა "ახალი თაობა" აცხადებს ვაკანსიას მანდატურის პოზიციაზე. მანდატური უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო, მოწესრიგებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოს, ახორციელებს საშვის რეჟიმისა და შინაგანაწესის დაცვის კონტროლს და თანამშრომლობს ადმინისტრაციასთან, დამრიგებლებთან, ფსიქოლოგთან და მშობლებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ** სრული ზოგადი განათლება (უმაღლესი განათლება - სასურველი; განათლების, ფსიქოლოგიის, სამართლის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - უპირატესობა) ** საქართველოს მოქალაქეობა და სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნა (მამრობითი სქესის კანდიდატებისთვის, კანონმდებლობის შესაბამისად) ** მანდატურის მომზადების/გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** ბავშვებთან ან მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება (სკოლა, ბანაკი, სპორტული ან სააღმზრდელო დაწესებულება) ჩაითვლება უპირატესობად ** პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის ელემენტარული ცოდნა სასურველია (სკოლაში ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი ამერიკული პროგრამა) ძირითადი პასუხისმგებლობები უსაფრთხოება და წესრიგი ** სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და საშვის რეჟიმის კონტროლი ** სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე გარეშე პირების უნებართვო შესვლის აღკვეთა ** დერეფნების, ეზოს, სასადილოსა და საერთო სივრცეების მონიტორინგი გაკვეთილებსა და დასვენებებზე ** სკოლის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი და დარღვევების აღრიცხვა ** საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, სამედიცინო შემთხვევა, ევაკუაცია) დადგენილი პროცედურების შესრულება და მოსწავლეთა უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა ** სასწავლო ექსკურსიებსა და სასკოლო ღონისძიებებზე მოსწავლეთა თანხლება საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებთან მუშაობა ** მოსწავლეებს შორის კონფლიქტების პრევენცია და მათი მშვიდად, არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარება ** ბულინგის, ძალადობისა და სხვა რისკფაქტორების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება ** სკოლის ფსიქოლოგთან, დამრიგებლებთან და სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობა რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან ** მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათთან პატივისცემაზე დაფუძნებული, არადამსჯელობითი კომუნიკაცია ანგარიშგება და თანამშრომლობა ** ინციდენტების დროული აღრიცხვა და წერილობითი ანგარიშგება ადმინისტრაციასთან ** ბავშვის დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ზუსტი დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად ** ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან და მშობლებთან სისტემატური და კონსტრუქციული თანამშრომლობა ** სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა ** პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში მონაწილეობა საჭირო კომპეტენციები: ** ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა ** კონფლიქტის დეესკალაციისა და მოლაპარაკების უნარი ** სტრესულ და საგანგებო სიტუაციაში მშვიდად და სწრაფად რეაგირების უნარი ** მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების გაგება და მასთან ადეკვატური კომუნიკაციის უნარი ** ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, სამეთვალყურეო სისტემებისა და საოფისე პროგრამების ფლობა ** დოკუმენტაციის ზუსტად და დროულად წარმოების უნარი პიროვნული თვისებები: ** მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულება, ემოციური მდგრადობა და ტაქტი ** უპირობო მიუკერძოებლობა და სამართლიანობა მოსწავლეებთან ურთიერთობაში ** მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა ** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და დისციპლინა ** მოსწავლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად და პასუხისმგებლობით მართვა სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია ** პირადობის მოწმობის ასლი ** ავტობიოგრაფია / CV ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი) ** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით ** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ** მანდატურის მომზადების/გადამზადების კურსის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ** ცნობა ნასამართლეობის შესახებ ** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ ** ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ ** ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) შერჩევის პროცესი შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, სადაც შეფასდება მათი რეაგირება პრაქტიკულ სიტუაციურ ამოცანებზე (კონფლიქტი მოსწავლეებს შორის, საგანგებო სიტუაცია, მშობელთან კომუნიკაცია). ჩვენ გთავაზობთ: ** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით ** სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები ** ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები ** პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე განაცხადის გაგზავნა გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "მანდატური". სკოლა "ახალი თაობა" - ამერიკული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის. სკოლაში დასაქმებასა და შერჩევის პროცესში სრულად გამოირიცხება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.