TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პრემიუმ მეტროპოლ ინკ ბათუმი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს , რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, დაგეგმავს და განახორციელებს ეფექტურ კამპანიებს, უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდას და გაყიდვების მხარდაჭერას. ძირითადი მოვალეობები კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გუნდის ხელმძღვანელობა; ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება; სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია; ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა; გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირების და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით; კრეატიულ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა; ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი; მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად); მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება; კონტრაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება; პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; Google Ads, Meta Ads, CRM სისტემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ლიდერული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვების უზრუნველყოფას; კორპორატიულ ნომერს; პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს; მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!