TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის კოორდინატორი

მარკეტინგის კოორდინატორი

nb-dental Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

" NB Dental " - ნინო ბერიძის კლინიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 16 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. NB Dental - ადგილი, სადაც ზრუნვა, პროფესიონალიზმი და ემპათია ერთიანდება. ეს პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, რომელსაც მოსწონს არა მხოლოდ იდეების დაგეგმვა, არამედ მათი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელება, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი. ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ ძირითადი სამუშაო აღწერილობა: ** მარკეტინგის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პროექტებისა და აქტივობების კოორდინაცია; ** მარკეტინგული კალენდრისა და დავალებების შესრულების ვადების მონიტორინგი; ** სხვადასხვა დეპარტამენტიდან საჭირო ინფორმაციისა და მასალების შეგროვება და ორგანიზება; ** შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაციის კოორდინაცია; ** პროექტების შესრულების ეტაპების კონტროლი და პასუხისმგებელი პირებისგან სტატუსების მიღება; ** შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დაფიქსირება და მათი შესრულების კონტროლი (Follow-up); ** შესრულებული სამუშაოების შესახებ მარტივი ანგარიშებისა და სტატუსების მომზადება მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის; ** მარკეტინგული პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობის მხარდაჭერა და ხელმძღვანელის სხვა ოპერაციული დავალებების შესრულება. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც: ** ფლობს მარკეტინგის სფეროში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას; ** შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროექტის ეფექტურად მართვა; ** კომფორტულად თანამშრომლობს დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და მომწოდებლებთან; ** მიზნად ისახავს ბიზნესის ზრდის მხარდაჭერას ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პროფესიონალ გუნდს; ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, subject მიუთითოთ: "მარკეტინგის კოორდინატორი".