მარკეტინგის მენეჯერი
Job description
" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** BTU-ს განვითარების სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ** უნივერსიტეტის ბრენდის პოზიციონირება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტებისა და მიღწევების კომუნიკაცია; ** ციფრულ მარკეტინგულ არხებზე (ვებგვერდი, სოციალური მედია და სხვა) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** მიზნობრივ აუდიტორიებთან, მედიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებების (პრესკონფერენციები, ბრიფინგები, პრეზენტაციები, ტრენინგები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა, კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების მომზადება, სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და კოორდინატორების საქმიანობის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მარკეტინგში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება; ** ციფრული და AI წიგნიერება. პიროვნული და მენეჯერული კომპეტენციები: ** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; ** კრეატიულობა და ინიციატივიანობა; ** დროის მართვისა და მულტითასქინგის უნარი; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; ** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი; ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა; ** ყოველთვიური ანაზღაურება: 2000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად). განაცხადის წარდგენის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები: ** CV ქართულ ენაზე; ** პორტფოლიო ან განხორციელებული კამპანიების მაგალითები — არსებობის შემთხვევაში. ელფოსტა: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "მარკეტინგის მენეჯერი — სახელი, გვარი". შენიშვნა: კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის მომდევნო ეტაპზე გადასულ პირებთან. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.