TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის სპეციალისტი

მარკეტინგის სპეციალისტი

caucasian-tourism-holding Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"- სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. თუ მარკეტინგი შენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, შემოქმედებითი პროცესია, გელოდებით ჩვენს გუნდში. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი) დასვენების დღეები: შაბათ კვირას და ოფიციალურ დასვენების დღეებში, სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 14 (სტამბა) ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა - როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებზე, ** კონკურენტული გარემოს, ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი და მიღებული ინფორმაციის გუნდისთვის გაზიარება, ** მომხმარებლებისა და პარტნიორების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და მარკეტინგული ინიციატივების გაუმჯობესება, ** მრავალარხიანი კონტენტის დაგეგმვა - სოციალური მედია, ბლოგები, ელფოსტა, საინფორმაციო ტექსტები და სხვა, ** B2B და B2C ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება - ორგანიზაციული და საკომუნიკაციო პროცესების მხარდაჭერა, ** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული მიზნების ეფექტურად შესასრულებლად, ** დამატებითი პროექტებისა და დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით, ჩვენ ველით შენგან: ** იყო კრეატიული, ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული, ** იყო მეგობრული და გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, ** გქონდეს მარკეტინგში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება. რას გთავაზობთ ჩვენ: თანამედროვე სამუშაო გარემოს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და გუნდს, რომელიც ახალ იდეებს ყოველთვის მიესალმება. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე - [email protected] . აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- მარკეტინგის სპეციალისტი. CTH გისურვებთ წარმატებას!