TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

surgula-studio Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 22, 2026

Job description

"Surgula Studio" ეძებს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგულ კომუნიკაციაზე, ციფრულ კონტენტზე, ბრენდის განვითარებასა და საერთაშორისო ცნობადობის ზრდაზე. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს არქიტექტურა და დიზაინი, შეუძლია დამოუკიდებლად მართოს სამუშაო პროცესი და ხარისხიანად წარმოაჩინოს სტუდიის პროექტები ქართულ და საერთაშორისო აუდიტორიასთან. ჩვენ შესახებ "Surgula Studio" მუშაობს საერთაშორისო პროექტებზე და ქმნის სასტუმროების, რესტორნებისა და პრემიუმ საცხოვრებელი სივრცეების არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს. ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონის არქიტექტურული ბრენდის განვითარება, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, კრეატიულობითა და თანამედროვე დიზაინით. მდებარეობა: თბილისი ვებგვერდი: http://www.surgula.com ძირითადი პასუხისმგებლობები: ** Instagram-ის, Facebook-ისა და LinkedIn-ის გვერდების მართვა ** კონტენტის დაგეგმვა, მომზადება და გამოქვეყნება ** პროექტების შესახებ ტექსტების, აღწერებისა და პრეზენტაციების მომზადება ** სტუდიის პროექტების წარდგენა საერთაშორისო არქიტექტურულ პლატფორმებზე, მათ შორის ArchDaily-ზე, Architizer-ზე, Archello-სა და სხვა პროფესიულ გამოცემებში ** საერთაშორისო მედიასთან, არქიტექტურულ გამოცემებსა და პლატფორმებთან კომუნიკაცია ** პორტფოლიოს, კომპანიის პროფილისა და სხვა მარკეტინგული მასალების განახლება ** საერთაშორისო კონკურსებისა და გამოცემების მოძიება და განაცხადების მომზადების კოორდინაცია ** კომპანიის ბრენდისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა ** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შედეგების შეფასება ვის ვეძებთ: ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, კომუნიკაციის, სოციალური მედიის ან კონტენტის მართვის მიმართულებით ** ქართული და ინგლისური ენების კარგი წერითი და სასაუბრო ცოდნა; ** ძლიერი წერითი და კომუნიკაციის უნარები ** სოციალური მედიის გვერდების მართვის გამოცდილება ** რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტურად მართვის უნარი ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი ** ინტერესი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ბრენდინგის მიმართ ** მაღალი ხარისხისა და კონკრეტული შედეგის მიღებაზე ორიენტირებული მიდგომა ** ChatGPT-სთან, Claude-თან ან სხვა AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სრულ განაკვეთზე მუშაობას თანამედროვე ოფისში ** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** შემოქმედებით და პროფესიულ სამუშაო გარემოს ** საერთაშორისო კონკურსებსა და გამოცემებში მონაწილეობის შესაძლებლობას ** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით განაცხადის გამოგზავნა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ: ** CV; ** მოკლე სამოტივაციო წერილი ** პორტფოლიო ან შესაბამისი ნამუშევრების მაგალითები განაცხადი გამოგზავნეთ მისამართზე: [email protected] , არაუგვიანეს 22 აგვისტოსი წერილის სათაურში მიუთითეთ: "Marketing & Communications Manager"