მარკეტოლოგი
Job description
ავეჯის მაღაზია ეძებს ძლიერ და გამოცდილ მარკეტოლოგს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული მიმართულების დაგეგმვასა და განვითარებაზე. აუცილებელი მოთხოვნაა ავეჯის, ინტერიერის, დიზაინის ან მსგავს სფეროში მარკეტოლოგად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** ბრენდის პოზიციონირება და განვითარება; ** ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა; ** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია; ** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა; ** ფოტოსესიებისა და ვიდეოკონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია; ** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი; ** მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასება და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება; კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს: ** ავეჯის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში მარკეტინგული მუშაობის გამოცდილება; ** წარმატებული პროექტებისა და სარეკლამო კამპანიების პრაქტიკული გამოცდილება; ** Meta Ads-ის და ციფრული მარკეტინგის ძლიერი ცოდნა; ** ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების გამოცდილება; ** მაღალი ვიზუალური გემოვნება და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების აღქმა; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** კრეატიულობა და ინიციატივის დამოუკიდებლად გამოჩენის უნარი; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; სამუშაო ფორმატი: შესაძლებელია ჰიბრიდული გრაფიკი. ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და შესრულებული პროექტების/პორტფოლიოს მაგალითები: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში პრაქტიკული მარკეტინგული გამოცდილება.