TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაშველი

მაშველი

Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში. „იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას მაშველის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49 ძირითადი მოვალეობები: აუზის ტერიტორიაზე სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; აუზით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლი; საგანგებო სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირება; პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში; აუზის ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი და უსაფრთხოების რისკების პრევენცია; სამაშველო ინვენტარის გამართულობის კონტროლი და მზადყოფნის უზრუნველყოფა; სტუმრებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნები: ცურვის უნარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და სწრაფი რეაგირების უნარი კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირება ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია) კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) კვებით უზრუნველყოფას ანაზღაურება 1000 ლარი (NET) სამუშაო გრაფიკი 2/2 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected] ან დარეკოთ ნომერზე +995 591 981 450 და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.