მასწავლებლის ასისტენტი
Job description
"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტის (კლასის კოორდინატორი) თანამდებობაზე. ფუნქციები: ** ჩაატაროს პიროვნული განვითარების საათი თავის საკოორდინატორო კლასში; ** პიროვნული განვითარების საათის ჩატარებისთვის წინასწარ მოემზადოს, მოიძიოს მასალა და შეიმუშაოს შესაბამისი აქტივობები; ** უზრუნველყოს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის შემდეგ მათი კლასებში დაბინავება და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ მშობლებთან შეხვედრა; ** ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს დასვენებების პერიოდში; ** უზრუნველყოს მოსწავლეთა პირადი ჰიგიენის დაცვა, სადილზე გაყვანა, კვების ორგანიზება და კლასში დაბრუნება; ** უზრუნველყოს მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზება და კონტროლი; ** უზრუნველყოს საგაკვეთილო პერიოდის შემდეგ მოსწავლეთათვის გასართობი თუ აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარება; ** მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში; ** უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე; ** დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე; ** დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან; ** მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციოს ბავშვებს; ** დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში; ** შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; ** საჭიროების შემთხვევაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ; ** სასწავლო წლის დასაწყისშივე უზრუნველყოს მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ; ** ორგანიზება გაუკეთოს სკოლის მიერ დაწესებულ მშობელთა კრებებსა და მშობელთან ინდივიდუალურ შეხვედრებს; ** დირექციას გადასცეს ხშირი გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია; ** გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს; ** საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]