მაცივრების სახელოსნოს დამხმარე ტექნიკოსი
Job description
" ეფეს საქართველო " (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი. "ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას მაცივრების სახელოსნოს დამხმარე ტექნიკოსის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი . თანამშრომელს ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან ** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს ** ლანჩი ძირითადი მოვალეობები: ** მაცივრების მდგომარეობის შემოწმება; ** მაცივრების დაბრენდვა; ** მაცივრების დაზიანებული დეტალების შეცვლა; ** მაცივრების რეცხვის შემდგომი გასუფთავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ელექტროობის ცოდნა (საშუალო დონეზე); ** მაცივრების შეკეთების გამოცდილება. რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით. დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.natakhtari.com/ განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და [email protected] . ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 14 აგვისტო .