მძღოლ-დისტრიბუტორი
Job description
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ მძღოლ-დისტრიბუტორს , რომელიც ჩაერთვება თბილისის სავაჭრო ობიექტების მომარაგებაში. სამუშაო გრაფიკი: ** სამუშაო დღეები: სამშაბათი და შაბათი. ** ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ 10-მდე ობიექტის მომარაგება. ** ქსელის გაფართოებასთან ერთად ობიექტების რაოდენობა გაიზრდება. ანაზღაურება: 100 ლარი სამუშაო დღეზე. კომპანია უზრუნველყოფს: ** ავტომობილს; ** საწვავს. თუ თანამშრომელი შეძლებს ახალი ობიექტების დამატებას და რეალიზაციის ზრდას, ანაზღაურება ავტომატურად გაიზრდება შედეგების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** მაცივარში მომზადებული პროდუქციის (ყველისა და რძის პროდუქტების) მიღება. ** შეკვეთების ფურცლის მიხედვით პროდუქციის გადანაწილება. ** შეკვეთების მომზადება და პროდუქციის სწორად დაკომპლექტება. ** ავტომობილის სწორად და უსაფრთხოდ დატვირთვა. ** პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება თბილისის სავაჭრო ობიექტებში. ** პროდუქციის გადაცემა შეკვეთის შესაბამისად და პასუხისმგებლობა ჩაბარებულ ტვირთზე. ** საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის სწორად განთავსება. ** სამუშაო ადგილისა და მაცივრის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა. ** კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებული მდგომარეობის შენარჩუნება. მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. ** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად). ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა. ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი. ** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა. ** პროდუქციის მიმართ სიფრთხილე და მოწესრიგებულობა. განაცხადის გამოგზავნა: ** CV გამოაგზავნეთ: [email protected] ** საკონტაქტო ნომერი: 568 68 68 50