მძღოლ-დისტრიბუტორი
Job description
" პოლიმერი " — პლასტმასის პროდუქციის ლიდერი საქართველოში! 37 წელია, "პოლიმერი" ავითარებს პლასტმასის ინდუსტრიას საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას ამ სფეროში. "პოლიმერი" თანამშრომლობს 150-მდე კომპანიასთან საქართველოს მასშტაბით და ვაწარმოებთ 40-ზე მეტი ტიპის პროდუქციას სუფთა, მყარი მასალისგან, რაც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა, სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება! ვაკანსიის აღწერა: პლასტმასის პროდუქციის საწარმო "პოლიმერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე, საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: საქართველოს მასშტაბით სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის დისტრიბუცია განსაზღვრულ მარშრუტზე; ** შეკვეთების დროული მიწოდება; ** ობიექტებთან კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების უნარი; ** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ფიზიკური მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალობა, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა; ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო). რას გთავაზობთ ჩვენ: ** საწვავით უზრუნველყოფილი სამსახურებრივი ავტომობილი; ** დაზღვევა (ჯანმრთელობის/ავტომობილის); ** ბონუსები; ** კარიერული ზრდა; ** სტაბილური პარტნიორობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 157 158 "წინამდებარე ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს. "პლასტიკგოლდ"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით." გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!