მძღოლ-დისტრიბუტორი
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს „ მზიური “, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (Oleina, Lindt, Kimberly-Clark და სხვა) ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (B კატეგორია) პოზიციაზე. პირობები: ანაზღაურება: საშუალოდ 1 800 – 2 500 ლარი სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151 აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფის წარმოდგენა B კატეგორიის მართვის მოწმობა; ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ენერგიულობა; მაღალი შრომისუნარიანობა; ორგანიზებულობა. ძირითადი მოვალეობები: შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით; სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და უშუალო დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა; პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი; ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის; საწვავის ხარჯვის კონტროლი; კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „მძღოლ-დისტრიბუტორი (B კატეგორია)“. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია: შპს „მზიური“ ტელ.: 032 2 00 11 55 მონაცემთა დამუშავების მიზანი: თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამართლებრივი საფუძველი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების, დასადებად. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ: კანდიდატის მიერ მონაცემების წარმოდგენა სავალდებულოა. მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატის განხილვა შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად. მონაცემთა მიმღები: შპს „მზიური“-ს ადამიანური რესურსების სამსახური. მონაცემთა გადაცემისა და დაცვის გარანტიები: წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის და კანდიდატის თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან არაუმეტეს 6 თვე. მონაცემთა სუბიექტის უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.