TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლ-ექსპედიტორი

მძღოლ-ექსპედიტორი

ჯეოსტარი Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს ერთგულ, ენერგიულ, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე თბილისში. შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Avedov, Zlato, Bonduelle, Parex, Dalan და ა.შ ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ.36 ბ სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ) ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის განაწილება ობიექტებზე; ** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). დამატებითი უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** შრომისმოყვარე ** ორგანიზებული კომპანია გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორაციული ნომერი. ანაზღაურება: 1300 ლარი კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი" -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!