მძღოლი
Job description
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ. კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12. სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქციები: ** ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეში, აღნიშნული მიზნით მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადება და ტვირთის დროულად ტრანსპორტირება; ** უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნარები: ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დისციპლინირებულობა. *გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი. გისურვებთ წარმატებას!